ფეხაწყობილია სააკაშვილის სტრატეგია იმ სტრატეგიასთან, რასაც ქვეყნის დესტაბილიზაცია ჰქვია, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, ზოგი ნებით, ზოგი ლო უნებლიეთ არის ჩართული ამ ანტისახელმწიფოებრივ პროცესში.
„ფეხაწყობილი მოდის სააკაშვილის სტრატეგია იმ სტრატეგიასთან, რასაც ქვეყნის დესტაბილიზაცია ჰქვია და ამ სიტუაციაში სამხედრო უპირატესობის მოპოვების სტრატეგია, რომელიც რუსეთს გააჩნია. ამ თემას უნდა გადავხედოთ და ზოგი ნებით და ზოგი უნებლიეთ არის ჩართული ამ ანტისახელმწიფოებრივ პროცესში. უკრაინას გადახედეთ რა ხდება, იქ მუშტებს აბრახუნებს და ამბობს, სახელმწიფო სტრუქტურები ჩამოიშალა და ხალხი არ ასრულებს COVID-19 წინააღმდეგ დაწესებულ სტრატეგიას, არც ერთი მერი არ დასჯილა, მე და ჩემი მეგობრები კაფეებში დავდივართ და კაციშვილი ხმას არ გვცემსო და აქაც მოუწოდებს ხალხს რეგულაციების დარღვევისკენ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.