იტალიამ „მეტა“ 805 მილიონი ევროთი დააჯარიმა. იტალიის მონაცემთა დაცვის სააგენტოს განცხადებით, კომპანიამ Android-ის მომხმარებლების ფოტოებსა და ვიდეოებზე წვდომა მათი თანხმობის გარეშე მიიღო და ამის შესახებ მომხმარებლები სათანადოდ არ გააფრთხილა.
როგორც სააგენტო განმარტავს, „მეტა“ მომხმარებლების პირად გალერეებში შენახულ ფოტოებსა და ვიდეოებზე წვდომას „ფეისბუქის“ აპლიკაციის ერთ-ერთი ფუნქციის საშუალებით იღებდა.
სააგენტოს გადაწყვეტილებით, „მეტას“ 60 დღე აქვს იმისთვის, რომ აღნიშნული ფუნქცია გამორთოს და მომხმარებლებს მის გამოყენებაზე თანხმობა ცალკე სთხოვოს.
ამასთან, იტალიის მონაცემთა დაცვის სააგენტოში განაცხადეს, რომ იტოვებენ უფლებას, ცალკე შეაფასონ 2026 წელს დანერგილი ახალი ფუნქცია, რომელიც მომხმარებლების პირად გალერეებში არსებული მასალის დამუშავების შესაძლებლობას იძლევა.
სააგენტოს ცნობით, დაკისრებული ჯარიმა „მეტას“ გლობალური შემოსავლის დაახლოებით 0.47%-ს შეადგენს. კომპანიის წარმომადგენლებს ჯარიმასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ.
