სანდრა სოფელ სოფელ და ქალაქ კი არ უნდა დადიოდეს, დაჩოქილი უფალს უნდა ევედრებოდეს, რომ ამდენი ცოდვები, რაც მათ აქვთ ჩადენილი, მის შვილებზე არ გადავიდეს, – ამის შესახებ მოკლული ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს:
“ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მინდა ყველას დიდი მადლობა გადაგიხადოთ ჩემდამი ასეთი თანადგომის და სოლიდარობისთვის, გუშინდელ დღესთან დაკავშირებით. ცხოვრებაში ყველაზე დიდი ბედნიერება დავკარგე, ჩემი ბუტა, მაგრამ ამავდროულად დიდი ბედნიერებაც შევიძინე, რასაც თქვენი, უამრავი ადამიანის სიყვარული ჰქვია. რაც არის ჩემი არსებობის გამართლება,რისთვისაც ღირს ჩემი ცხოვრება.
რაც შეეხება გუშინდელ დღეს, უფლის მადლით მართლაც გადავურჩით გავეშებულ, ბრბოდ ქცეულ ადამიანებს, თუმცა გულწრფელად შემეცოდნენ ეს ადამიანები, ჩემი ქვეყნის და ჯილაგის ხალხი რა მდგომარეობაში ჰყავთ ჩავარდნილი. გამახსენდა არქიფო სეთურის პოლიქრონია,ზუსტად ამ მდგომარეობაში არიან.
რაც შეეხება ქალბატონ სანდრას, მე მოვახერხე და შევახსენე მას, მათ მიერ უამრავი გაუბედურებული ოჯახების არსებობა, რამაც სიმშვიდე დაურღვია და ფაქტიურად შეხვედრა ჩაეშალა.
ის სოფელ სოფელ და ქალაქ კი არ უნდა დადიოდეს, დაჩოქილი, უფალს უნდა ევედრებოდეს რომ ამდენი ცოდვები, რაც მათ აქვთ ჩადენილი, მის შვილებზე არ გადავიდეს. უფალი სამართლიანი და არ ჩქარობს თუმცა, ყველა აგებს ბოლოს მაინც თავიანთ საქცილებზე პასუხს.
ასევე მინდა ჩემი დიდი პატივისცემა და სოლიდარობა გამოვხატო გუშინდელ გონისძიებასთან დაკავშირებით, რომელიც კინო თეატრ “ამირანში” ჩატარდა, ბატონი სულხან მოლაშვილის, ამ გირსეული წამებული ადამიანის და მისი ძვირფასი ოჯახისადმი, მისი შესანიშნავი მეუღლის, ქალბატონი თათიასადმი, რომელიც მიუხედავად იმისა რომ მისი მეუღლე ციხეში ჰყავდათ და ფაქტიურად მძევალი იყო, ის მაინც ყოველთვის ჩვენს გვერდით იდგა საპროტესტო აქციებზე,
გუშინდელ ღონისძიებაზე რათქმა უნდა მეც უნდა ვყოფილიყავი,თუმცა ვერაფრით მოვასწარი ჩამოსვლა რაზედაც ძალიან დამწყდა გული, ვიცი რომ ძალიან ემოციური და კარგი საღამო გამოვიდა. ჩვენ შევქმენით საზოგადოებრივი მოძრაობა, ” მახსოვს”რათა, არასდროს დაგვავიწკდეს და არასდროს დაგვემართოს ის, რაც დაგვემართა 2003 წელს, როდესაც მანიაკების ხროვა ავირჩიეთ და ქვეყანა დავაქცევინეთ. სწორედ ამიტომ, მოსახლეობას მინდა ვთხოვო და მოვუწოდო, არ დარჩეთ სახლში ჩემო ძვირფასებო , მიუხედავად წყენისა ყველანი უნდა მივიდეთ არჩევნებზე. ნიჰილიზმის დრო არ არის , აგარ უნდა დავუშათ კრიმინალი ნაციონალების, დიდი რაოდენობით მოსვლა პარლამენტში. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა.
უფალი ი ყ ო ს ჩ ვ ე ნ ი და ჩ ვ ე ნ ი ქ ვ ე ყ ნ ი ს შ ე მ წ ე!“, – წერს ია მეტრეველი.