ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე, „ტვ პირველის“ გადაცემიდან კონკრეტულ მონაკვეთს საკუთარ „ფეისბუქზე“ აქვეყნებს და შემდეგ პოსტს წერს:
„რას ეკითხება, ხალხის დამშევას ხომ არ ელოდებით ზამთრის მერე, რათა ქუჩაში გამოიყვანოთო?
ჯერ ამბობს არაო, მაგრამ ინტერვიუს ბოლოს მაინც წამოსცდება და მაგით ამთავრებს, მშიერი ხალხი ქვებით გამოვაო.
ჩანგლებზე ჩაურტყა. რა ყველას მოესმა ეს დანა-ჩანგლები?!
რა ოპოზიცია ხარ, ხალხის დამშევაზე და ეკონომიკის დანგრევაზე რომ გაქვს გათვლა?! ე.ი. თქვენ რომ ხელისუფლებაში მოხვიდეთ, ამისათვის ქვეყანა უნდა დაიქცეს და ხალხი დაიმშეს? რომელ ქვეყანაშია ასეთი ოპოზიცია?! თქვენი პროევროპული მედასავლეთეობა არ გაიშვა!“ – წერს ამირან სალუქვაძე.
კომენტარები