თურქეთის პოლიციამ ფეთჰულა გიულენის ძმა, ქუთბეთინ გიულენი დააკავა. ამის შესახებ ინფორაციას „ბი-ბი-სი“ ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, პოლიციის ანტიტერორისტული განყოფილების თანამშრომლებმა მას ერთ-ერთი ნათესავის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე მიაკვლიეს. ქუთბეთინ გიულენი იზმირში დააკავეს. მას ტერორისტული დაჯგუფების წევრობა ედება ბრალად. ეჭვმიტანილი დაკითხვაზე იმყოფება.
თურქეთის ხელისუფლება აშშ-ში მცხოვრებ ფეთჰულა გიულენს 15 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში ადანაშაულებს და ვაშინგტონისგან მის ექსტრადირებას ითხოვს. თავად გიულენი ბრალდებებს უარყოფს.
კომენტარები