ზოგიერთი ჩემი ბვშვობის მეგობარი, მთლად სიღრმეებში შევიდა და რუსულ ნარატივზე ალაპარაკდა. ჩემს რუსულ ნარატივზე, – ამის შესახებ “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.
„ზოგიერთი ჩემი ბავშვობის მეგობარი, მთლად სიღრმეებში შევიდა და რუსულ ნარატივზე ალაპარაკდა. ჩემს რუსულ ნარატივზე. პარალელურად ზარიც არ ჩათვალა საჭიროდ ჩემი და სოფოს მოსაკითხად. ვაშაძე საერთოდ გადადგა, უდროო დროს და სრულიად უადგილოდ, მე ვიტყოდი, საეჭვოდ უდროოდ და საეჭვოდ უადგილოდ.
და, ჰოი საოცრებავ, მე დამგმო თავის გადადგომის განცხადებაში, ვითომ რამე კავშირში ვიყო მის პარტიასთან. რამე კავშირში, გარდა იმისა, რომ 10%-იანი რეიტინგით ჩავიბარე და ისე “გავაპატიოსნე” საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური მოიგო. მოუგო 7-მილიარდიან ივანიშვილს.
ძალიან კარგად იცის ივანიშვილმა ან ის არჩევნები ვინ მოუგო (კი წამართვა რ2 მაგის მერე) და ეს ბოლო არჩევნებიც ვინ მოუგო, ესეც გადასარევად იცის (ახლაც რამეს გვიზამს, უეჭველად). არც ვაშაძეს მოვუკითხივართ, ზარიც არ გამოუშვია, ცოცხლები ხო ხართო, არც უკითხვას. არ უკითხავს იმ დიასახლისისთვის, რომელსაც ხშირად სტუმრობდა.
ვინ გაჰყვება გრიგოლ ვაშაძეს პარტიიდან – სავარაუდო წამსვლელი უკვე დასახელდა
თუმცა რა ჩვენი მოკითხვა, თავისი გადადგომის ტყუილებით სავსე ტექსტში ქუთაისელ აქტივისტებსაც კი არ გადაუხადა მადლობა, ზედ რომ გადაგყვნენ და საკუთარ სახლებში აცხოვრეს, აჭამეს, ასვეს და ცოცხალ კედლად დაყვებოდნენ, რომ ხელი არავის დაეკარებინა. ესენი დაიკიდა და რა მე, რა სოფო?!”, – წერს ნიკა გვარამია.