ქართული ოცნების დეპუტატი , ნინო წილოსანი ამბობს, რომ როცა მმართველ პარტიას “უპასუხისმგებლო ოპოზიციის” გამო მარტო უწევთ ოპონირება, ვალდებულები არიან, რომ “გაცილებით კრიტიკულები” იყვნენ.
“ჩვენ, როდესაც გარკვეული უპასუხისმგებლო ოპოზიციის გამო გვიწევს ერთი პარტიის ფორმატში თქვენთან ოპონირება, ვალდებულები ვართ, რომ გაცილებით კრიტიკულები ვიყოთ. ამ კრიტიკის ნაწილში მინდა გითხრათ, რომ მიწის რეფორმა, რომელიც ჩვენი კომიტეტის მეშვეობით დაიწყო და 2019 წელს ძალიან მნიშვნელოვანი მიწის კანონით დასრულდა, არ მიმდინარეობს სათანადოდ”, – განაცხადა წილოსანმა.
კომენტარები