მართლა არ ვიცი, როგორ უნდა მოახერხოს ნინო ანანიაშვილმა (ან ნებისმიერმა სხვამ) ერთდროულად ნოვოსიბირსკისა და თბილისის საბალეტო დასების ხელმძღვანელობა, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კულტურის სფეროს წარმომადგენელმა, მწერალმა დათო ტურაშვილმა განუცხადა.
„როგორი კარგი ნახტომიც არ უნდა გქონდეს წარსულში, მაინც ძალიან ძნელია, რომ ასეთ დისტანციაზე მართო ორი თანამედროვე თეატრი“, – აღნიშნა ტურაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ქართველი პრიმა ბალერინა ნინო ანანიაშვილი რუსეთში, ნოვოსიბირსკის ბალეტს უხელმძღვანელებს. პარალელურად ის თბილისის ოპერისა და ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე რჩება
კომენტარები