მსახიობი ნანა ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
„ისტერია „რუსთავი 2″-ზე! ოფლდასხმული გადარეული ჟურნალისტები! ხელებში თაბახები უცაცახცახებთ. მათი ფავორიტი პარტია სულს ღაფავს, საათებს ითვლის. კითხვებს სვამენ, თვითონვე პასუხობენ, ასე ყველაფერი როგორ იციან – სეისმოლოგია, მელიორაცია, ისტორია, არქეოლოგია, ციფრები! აკაკის სქემები და ა.შ. ძალიან საცოდავად გამოიყურებით, არაპროფესიონალურად. აღგზნებულები და გაბოროტებულები! რა საშინელებაა, პარტიის პრეზენტაცია კი არა, ბაზარი მოაწყვეს. არა უშავს, 8 ოქტომბრის მერე დაწყნარდებიან და შეგუების პერიოდი დაეწყებათ. „ქართული ოცნება”, ბრავო!!!” – წერს ნანა ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში.
კომენტარები