სახელმწიფო კანონის ყოველ გადაცილებას უპასუხებს სათანადო, პროპორციული რეაგირებით, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ბექა დავითულიანმა განაცხადა, რითაც ოპოზიციის მიერ დაანონსებული „ცხელი გაზაფხულის“ საკითხს გამოეხმაურა.
„სახელმწიფო კანონის ყოველ გადაცილებას უპასუხებს სათანადო, პროპორციული რეაგირებით. გარდა ამისა, რას ეფუძნება ეს რევოლუცია, რომელსაც პირდაპირ ეთერში გვიანონსებენ და გვიგეგმავენ? ისინი ითხოვენ ხელახალი არჩევნების ჩატარებას. ამ მოთხოვნას რომ ემოციური ბმა ჰქონდეს მოსახლეობაში, საჭიროა რამდენიმე რამე: მოსახლეობის მიერ დაფიქსირებულ განწყობასთან არჩევნების შედეგების სერიოზული ცდომილება, საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ არჩევნების უარყოფითად შეფასება და სამართლებრივი გარემოებები. ჩამოვყვეთამ კრიტერიუმებს – ვერც ერთი არგუმენტი და მტკიცებულება ვერ მოიტანეს იმისა, რომ არჩევნებს სამართლებრივი კუთხით რამე პრობლემა ჰქონდა. საერთაშორისო პარტნიორებთან ერთადერთ არგუმენტზე იყვნენ ჩამოკიდებული, რომ პარალელური დათვლის შედეგები იყო განსხვავებული. ISFED-მა თავად აღიარა, რომ შეცდომით ჰქონდა დათვლილი მონაცემები და პარალელური დათვლის შედეგები დაემთხვა ცესკოს მონაცემებს. რაც შეეხება საერთაშორისო ინსტიტუტებს, ყველამ აღიარა თავისუფალ, კონკურენტულ არჩევნებად და მთელი მსოფლიო მოუწოდებს ოპოზიციას, რომ აღიარონ ეს შედეგები და შევიდნენ პარლამენტში. ხალხის განწყობას ვხედავთ NDI-ისმიხედვით, რომლის ადგილობრივ პარტნიორებს ჩვენ ყოველთვის მივიჩნევდით ოპოზიციის სასარგებლოდ მიკერძოებულებად. თუმცა NDI-მაც კი თქვა, რომ „ქართულ ოცნებას“ უჭერს მხარს 31%, „ნაციონალურ მოძრაობას“ კი 5%. ეს რომ გადავიყვანოთ 100%-იან ჯამურ მონაცემებში, მოსახლეობის 68,8% არის „ქართული ოცნების“ მხარეს. არც ერთი კომპონენტი არ გვაქვს სახეზე, ოპოზიციის რეიტინგი კი მიდის უკან და უკან. ეს ხდება იმიტომ, რომ ჩვენ შევთავაზეთ საზოგადოებას ის, რაც მას სურდა – მრავალპარტიული პარლამენტი, თუმცა ისინი ამბობენ უარს მოსახლეობის დაკვეთაზე“, – განაცხადა დავითულიანმა.