ჩვენ გვყავს ოპოზიცია, რომელსაც დაკარგული აქვს საკუთარი ხალხისა და კულტურის შეგრძნების უნარი. რეალურად, დღევანდელი ოპოზიციის კრიზისი არის იდენტობის კრიზისი. ოპოზიცია ვერ აღიქვამს საკუთარ თავს ქართული კულტურის ნაწილად, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ ფილოსოფოსმა, ზაზა შათირიშვილმა განაცხადა.
„მსოფლიოში დადგა პოსტრევოლუციური პერიოდი, როდესაც აღარ არსებობს მომავლის სურათი. დღეს აწმყო და მომავალი ფაქტობრივად ერთმანეთს შეერწყა, ამიტომ რევოლუცია უბრალოდ შეუძლებელია. მსოფლიო გადავიდა დემოკრატიის მესამე ფაზაში. ეს არის იმიტაციური დემოკრატია, როდესაც ოპოზიცია უბრალოდ აუცილებელია, როგორც თამაშის წესი. დემოკრატიის საზოგადო კრიზისი აშშ-ში და საქართველოში სხვადასხვანაირად გამოიხატება. აშშ-ში კრიზისი მდგომარეობს იმაში, რომ ელიტა და საზოგადოება მოწყდა ერთმანეთს. ელიტას აქვს ენა, მაგრამ არ აქვს კავშირი საზოგადოებასთან, ხოლო საზოგადოება იძულებულია განახორციელოს ისეთი ქმედებები, რომლებსაც არ აქვს არტიკულაცია, საქართველოში ხდება პირიქით. ჩვენ გვყავს ოპოზიცია, რომელსაც დაკარგული აქვს საკუთარი ხალხისა და კულტურის შეგრძნების უნარი. რეალურად, დღევანდელი ოპოზიციის კრიზისი არის იდენტობის კრიზისი. ოპოზიცია ვერ აღიქვამს საკუთარ თავს ქართული კულტურის ნაწილად“, – განაცხადა შათირიშვილმა.