შემოვიდნენ, თავად გამოიძიონ, თავად დადონ მტკიცებულებები და შემდეგ რიგგარეშე არჩევნებსაც კი ჩავატარებთ, ეს მოცემულობაა და როდესაც ამაზე უარს ამბობენ, ეს აპრიორი ნიშნავს, რომ ისინი იტყუებიან, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, მაქსიმუმ 20 და მინიმუმ 14-დღიანი ვადა არის იმისთვის, რომ მათ მიიღონ გადაწყვეტილება კომისიაში მუშაობაზე.
„მაქსიმუმ 20-დღიანი, მინიმუმ 14-დღიანი ვადა არის იმისთვის, რომ მათ მიიღონ გადაწყვეტილება. ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, ამ კომისიაში მუშაობისთვის მაინც, რასაც ისინი ეუბნებიან საზოგადოებას, თუ ოდნავ მაინც სჯერათ, შემოვიდნენ, თავად გამოიძიონ, თავად დადონ მტკიცებულებები და შემდეგ რიგგარეშე არჩევნებსაც კი ჩავატარებთ, ეს მოცემულობაა და როდესაც ამაზე უარს ამბობენ, ეს აპრიორი ნიშნავს, რომ ისინი იტყუებიან,” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.