“ჩვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში უამრავი სატანისტური რიტუალი ვიხილეთ, მჩხიბავები ჰყავდათ მიყვანილი – როდესაც რუსთაველზე გაივლი, დაინახავ, რომ 20-25 ადამიანი დგას, სამწუხაროდ, ისინი უცხო ძალებს აყენებინებენ საკუთარ თავს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მისი თქმით, სამწუხაროდ, ეს ყველაფერი უკიდურესად არასასიამოვნოდ განვითარდა.
“მართლა რაღაც სექტად არის ჩამოყალიბებული. ჩვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში უამრავი სატანისტური რიტუალი ვიხილეთ, მჩხიბავები ჰყავდათ მიყვანილი. რაღაც საშინელება, სამარცხვინო. იმედს გამოვთქვამთ, რომ ემოციურად დაზიანებული ადამიანები ამ მდგომარეობიდან გამოვლენ და მიხვდებიან, რომ მათ გარე ძალები იყენებენ იმისთვის, რომ საერთაშორისო პრესაში რაღაც ჰედლაინები ჰქონდეთ, თითქოს, უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს. როდესაც ადამიანი რუსთაველზე გაივლი, დაინახავ რომ 20-25 ადამიანი დგას. სამწუხაროდ, უცხო ძალებს ასე აყენებინებენ საკუთარ თავს და მართლა ძალიან დიდ იმედს გამოვთქვამ, რომ ამ ყველაფერს ისინი გააცნობიერებენ,” – განაცხადა მაჭავარიანმა.
