ოპერისა და ბალეტის თეატრის ბალეტის მიმართულების ხელმძღვანელმა, ნინო ანანიაშვილმა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარესთან, თეა წულუკიანთან შეხვედრასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
ანანიაშვილი გამოეხმაურა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გაყოფის შემდეგ თეა წულუკიანის კულტურის მინისტრის თანამდებობაზე შესაძლო დანიშვნის საკითხსაც.
„შეხვედრა გვქონდა. ძალიან კარგად მოგვისმინა. როგორი მინისტრი იქნება, მე რა ვიცი. ბევრი იყო, რომელიც იყო სფეროდან (კულტურის). ამაზე პასუხი არც შემიძლია. მშვენიერი შეხვედრა გვქონდა. მოგვისმინა, მოვიდა, დავილაპარაკეთ, მეტი ახლა არაფრის თქმა შემიძლია“, – აცხადებს ანანიაშვილი, რომლის კომენტარსაც ტელეკომპანია „ფორმულა“ ავრცელებს.
კომენტარები