“თემქის ხევის ტერიტორიაზე ახალი საქალაქო პარკის მოწყობის სამუშაოები დავიწყეთ. მოგეხსენებათ, ეს ტერიტორია წლების განმავლობაში დაჭაობებული და ნაგავსაყრელად ქცეული იყო, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„პარკის მოწყობის შემდეგ, 22 ჰექტარზე განთავსებული იქნება სკეიტპარკი, სარბენი, სასეირნო და საველოსიპედე ბილიკები. ასევე, სპორტული და საბავშვო მოედნები. ტერიტორიაზე მოეწყობა კაფე, მედიათეკა, ბელვედერი, ამფითეატრი, ძაღლების სასეირნო სივრცე და ურბანული მებაღეობის ზონა. ამასთან, ტერიტორიაზე გაკეთდება ორი ხელოვნური ტბა, რომელსაც ერთმანეთთან მდინარე დააკავშირებს. ასევე, მოეწყობა განათების სისტემა, სარწყავი სისტემა და ვიდეო მეთვალყურეობის სისტემა.
ამ ეტაპზე, დაჭაობებული გრუნტის გამოცვლა და მედიათეკის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოების დასრულება 2022 წლის 6 დეკემბრისთვის იგეგმება“, – განაცხადა კალაძემ.