თელ-ავივის გრანდსლემზე ძიუდოში პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოს სახელით სამი კაცი და სამი ქალი ძიუდოისტი გამოვიდნენ.
60 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ახალგაზრდა თემურ ნოზაძე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. მან ფინალური ორთაბრძოლა აზერბაიჯანელ დავუდ მამადსოუსთან წააგო.
წარმატებულად იასპარეზა ეთერ ლიპარტელიანმაც (57 კგ). მან ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო. მის კარიერაში ეს გრანდ სლემზე მოპოვებული პირველი მედალია.
კომენტარები