შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები სქი ქროსსა და სნოუნორდ ქროსში მსოფლიო თასის ჩემპიონატის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ. შეჯიბრები ბაკურიანში, დიდველზე საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით იმართება.
სქი ქროსსა და სნოუბორდ ქროსში მსოფლიო თასის ეტაპის ფარგლებში, ბაკურიანში 11 ქვეყნის 51 სპორტსმენი მონაწილეობს: ავსტრია, ბელგია, კანადა, ჩეხეთი, ბრიტანეთი, იაპონია, შვეიცარია, შვედეთი, აშშ, საფრანგეთი, გერმანია.
მსგავსი მაღალი რანგის სპორტულ შეჯიბრებს საქართველოს სამთო კურორტი პირველად მასპინძლობს.
კომენტარები