„ხანდახან მგონია, რომ ამ ქვეყანაში უკვე ყველაფერი მოსულა!! ამ სამი ადამიანის პირდაპირი “დამსახურებაა”, რომ სასამართლო არის ისეთი, როგორიც არის დღეს და იყო კიდევ უფრო უარესი უშუალოდ მაშინ, როცა თავად განაგებდნენ მართლმსაჯულების სისტემას“, – ასე ეხმაურება ადვოკატი ირმა ჭკადუა პროფესორ-მასწავლებლების სახელით გავრცელებულ მანიფესტს, რომელსაც სხვებთან ერთად ხელს აწერენ უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი, მისი მოადგილე, ყოფილი მოსამართლე ზაზა მეიშვილი და საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი. ხელმომწერები ხელისუფლებას სამართლიანობისკენ და პოლიტიკური დევნის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ.
„ხანდახან მგონია, რომ ამ ქვეყანაში უკვე ყველაფერი მოსულა!! ამ სამი ადამიანის პირდაპირი “დამსახურებაა”, რომ სასამართლო არის ისეთი, როგორიც არის დღეს და იყო კიდევ უფრო უარესი უშუალოდ მაშინ, როცა თავად განაგებდნენ მართლმსაჯულების სისტემას!
როცა ჩვენ, ადვოკატები პროცესებზე ფორმალურად ვიჯექით! როცა არათუ პოლიტიკურ საქმეებზე, არამედ რიგითი ადამიანის საქმეზეც კი აუხდენელ ოცნებად გვქონდა ერთი, მხოლოდ ერთი გამამართლებელი განაჩენი და სამართლიანი გადაწყვეტილებები!!
დავიჯერო ასე დაბნელდა საქართველოში, რომ დღეს ეს მოსამართლისმანტია გახდილი და “პროფესორ-მასწავლებლების” მანტიაში გახვეული ადამიანები მორალს უკითხავს ვინმეს?!! უსამართლობის მთავარი იდეოლოგები დღეს სამართლიანობაზე ლექციებს გვიკითხავენ?! ერთი ადეიშვილი, მეგის ქარდავას და დათა ახახალას ხელმოწერა აკლია ამ “მანიფესტს” და სრული სურათი შეიკვრება!!
პ.ს. ნუ შემომივარდებით ახლა და ნუ დამიწყებთ ბრტყელ-ბრტყელ სიტყვებს – “ისინი აღარ არიან ხელისუფლებაშიო”!! დიახ, საქმეც მაგაშია, აღარ არიან და კვლავ სურთ მობრუნება იმ ადამიანებს, ვინც უსამართლობის მთავარი შემოქმედები იყვნენ და ათასობით უდანაშაულო ადამიანს დამნაშავედ აცხადებდნენ!! კი, დღეს ბევრი პრობლემაა, მათ შორის სასამართლოში, მაგრამ ნუთუ მნიშვნელობა არ აქვს ვინ აკრიტიკებს ამ პრობლემებს? ეს იგივეა სერიული მკვლელი დღეს სიცოცხლის ფუნდამენტურ უფლებებზე მორალს რომ გვიკითხავდეს! მართლა ძალიან გავბრაზდი“, – წერს სოციალურ ქსელში ირმა ჭკადუა.