ჭყონდიდის ეპარქიაში ერთმანეთს მღვდელმსახურები და მრევლის ნაწილი დაუპირისპირდა. დაპირისპირების დროს ჩამოინგრა რეზიდენციის აივნის ხის მოაჯირი, რის გამოც დაშავდნენ მედიის წარმომადგენლები.
დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. დაპირისპირება მოჰყვა დახურულ სხდომას, რომელსაც ეპარქიის ახალი მიტროპოლიტი სტეფანე ხელმძღვანელობდა. სხდომაზე განიხილებოდა ორი სასულიერო პირის – დიაკვნების კონსტანტინე გაბისონიასა და პეტრე ღუდუშაურისთვის მღვდელმსახურების შეჩერების საკითხი. ეს ბრძანება მღვდელმთავარმა მას შემდეგ გამოსცა, რაც დიაკვნებმა, წერილობითი თუ პირადი გაფრთხილებების მიუხედავად, ეპარქიის ახალ მიტროპოლიტთან ერთად მსახურებაზე უარი განაცხადეს.
კომენტარები