რაგბი ახლა ფეხზე რომ დგას, ბატონი ბიძინას დამსახურებაა, – ამის შესახებ რაგბის კავშირის გამგეობის წევრმა, ალექსანდრე გრიგალავამ „ქრონიკას“ განუცხადა.
მისი თქმით, როდესაც ერთმანეთს ორი მხარე ედავება, აუცილებელია ნეიტრალური პირის მოსვლა.
„როცა ორი მხარე ედავება ერთმანეთს, იქ აუცილებლად ნეიტრალური პირი უნდა მოვიდეს. ჩვენ ახლა მხარეებად ვჩნდებით და არ შეიძლება, ვიღაც მაინც აუცილებლად მიკერძოებული იქნება. სოსო ტყემალაძე არის ნეიტრალური მხარე. იმ შეკითხვებს, რასაც უსვამენ, რომ რა გაგიკეთებია, ბატონ ბიძინას რა გაუკეთებია კავშირისთვის, ეს კითხვა არ უნდა დაისვას, რადგან რაგბი ახლა ფეხზე რომ დგას, ბატონი ბიძინას დამსახურებაა, – განაცხადა ალექსანდრე გრიგალავამ.
კომენტარები