საქართველოში პირველი ადამიანი, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას გაიკეთებს, დაავადებათა კონტროლის თანამშრომელი, 73 წლის თამარ გიორგაძეა.
როგორც თავად თამარ გიორგაძე ამბობს, ვაქცინაციაში საშიში არაფერია და იგი ყველამ უნდა გაიკეთოს. თამარი დაავადებათა კონტროლის ცენტრში 45 წელია მუშაობს.
„ვმუშაობ დაავადებათა კონტროლის ცენტრში 45 წლია. მე ვარ პირველი, დავრეგისტრირდი სამსახურიდან აცრაზე და მოვუწოდებ ჩემს ყველა კოლეგას, რომელსაც შეხება აქვს პაციენტებთან, აიცრან და შემდეგ მთელ მოსახლეობას. ჩვენ ამით ვიცავთ არა მარტო ჩვენ თავს, არამედ სხვებსაც“,- განაცხადა თამარ გიორგაძემ.
„პრაიმტაიმის“ კითხვაზე, რატომ გადაწყვიტა, რომ იგი პირველი ყოფილიყო, 73 წლის ქალბატონი პასუხობს:
იქ ვმუშაობ, სადაც ყველაზე საშიშის წერტალია, თავადაც მქონდა სურვლი, თან ასაკიც ისეთი მაქვს.
„40 წელზე მეტია აქ ვმუშაობ და არ მახსოვს აქედან რაიმე დაავადება გასულიყოს, იმიტომ რომ ჩვენ ყოველ წელს ვიცრებით ჩვენ ინფექციებზე და იმუნიტეტიც გვაქვს. მსოფლიოა ჩართული ამ პროცესში, ჩვენ რატომ უნდა გამოვეყოთ, ავიცრებით და ამით ჩვენს ქვეყანასაც ვუშველით“,- აღნიშნავს თამარ გიორგაძე.
დღეს, 13 მარტს საქართველოში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის პირველი პარტია შემოვიდა. ვაქცინის დოზები დაავადებათა კონტროლის ცენტრში მიიტანეს.