ეს წელი ნამდვილად იქნება ვირუსის დამარცხების წელი, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „POSTV“-ის ეთერში განაცხადა.
„სამწუხაროდ არიან ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ ვაქცინა არ ვარგა. მინდა ასეთ ადამიანებს მივმართო, რომ ერთმანეთზე, ჩვენზე, სხვებზე იფიქრონ. გახსოვდეთ, როდესაც არ იცრები, საფრთხე ხარ სხვისთვის“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
მისი თქმით, ის აცრის შემდეგ თავს კარგად გრძნობს და არანაირი ჩივილი არ აქვს.
კომენტარები