“თავისუფალი საქართველოს” ყოფილი წევრი გოგი წულაია ამ წუთებში წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფება და ბრალის წარდგენას ელოდება. ის პოლიციამ გვიან ღამით დააკავა.
ამ საქმეში დაზარალებულია ახალგაზრდა ქალი, რომელმაც, “კურიერის” ინფორმაციით, წულაია დანაშაულში ამხილა და პოლიციაც თავად გამოიძახა. ის პირველ კომენტარს “კურიერთან” აკეთებს.
“წლების მეგობრები ვართ. სხვა თუ არაფერი, მამისტოლი კაცია სხვა თუ არაფერი. არც მიფიქრია რაიმე ზედმეტი. დალია ცოტა, მოწია კიდეც და გადმოვიდა ძალადობაზე. მე თავს ვუშველე, აბსოლუტურად დალურჯებული მაქვს ხელები, ყელი, წელი. სადაც მოახერხა მოწვდომა. ვფიქრობ ეს პირველი შემთხვევა არ იქნებოდა, რადგან ასეთი თავხედური, სადაც მე გამიბედა ამდენი, დარწმუნებული ვარ სხვა ქალების მიმართაც ექნებოდა სხვა სექსუალური ძალადობა. არავინ გამიბედოს დაინდეო, არ ვაპატიებ ასეთ მოძალადე მამაკაცს,” – ამბობს “კურიერთან” სატელეფონო საუბარში დაზარალებული ქალი.