მნიშვნელოვანია, ყველა ის უცხო ქვეყნის წარმომადგენელი, ვინც დღეს საქართველოში მსახურობს, გარკვეულწილად იცნობდეს და აფასებდეს იმ ტრადიციებს, რაც უკავშირდება ქართველებისთვის ძალიან ძვირფას საკითხებს, – განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.
მისივე თქმით, სწორედ ამიტომ მიიწვიეს რთველში საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი და ელჩები.
„სწორედ ამიტომ მოვიწვიეთ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი, საქართველოში აკრედიტებული ელჩები დღეს რთველში კახეთში, იქ, სადაც არის ძალიან მდიდრად და სრულად წარმოდგენილი ქართული, ღვინოსთან დაკავშირებული ტრადიციები“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
კომენტარები
