შსს-მ დღეს ოპოზიციის წევრი გოგი წულაია ქალზე ძალადობის ბრალდებით დააკავა. ქალბატონი, რომელზეც წულაიამ იძალადა ასმათ დვალიშვილია.
როგორც დვალიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის გოგი წულაიას დიდი ხნის მეგობარია და ვერ წარმოიდგენდა, მასთან ასეთი ინციდენტი თუ შეემთხვეოდა.
„წლების მეგობრები ვართ. სხვა თუ არაფერი, მამისტოლი კაცია სხვა თუ არაფერი. არც მიფიქრია რაიმე ზედმეტი. დალია ცოტა, მოწია კიდეც და გადმოვიდა ძალადობაზე. მე თავს ვუშველე, აბსოლუტურად დალურჯებული მაქვს ხელები, ყელი, წელი.
სადაც მოახერხა მოწვდომა. ვფიქრობ ეს პირველი შემთხვევა არ იქნებოდა, რადგან ასეთი თავხედური, სადაც მე გამიბედა ამდენი, დარწმუნებული ვარ სხვა ქალების მიმართაც ექნებოდა სხვა სექსუალური ძალადობა.
არავინ გამიბედოს დაინდეო, არ ვაპატიებ ასეთ მოძალადე მამაკაცს“, – ამბობს ასმათ დვალიშვილი „რუსთავი2-თან საუბრისას“.
თუ ასმათ დვალიშვილის სოციალური ქსელის მეშვეობით ვიმსჯელებთ, მას და გოგი წულაიას საერთო პოლიტიკური ინტერესები აქვთ.
ასმათ დვალიშვილი ოპოზიციის და ნიკა მელიას მხარდამჭერია. აქტიურად იღებს მონაწილეობას მათ მიერ, ორგანიზებულ აქციებშიც.