თბილისის მერი კახა კალაძე ქართველ მორაგბეებს რუსეთთან გამარჯვებას ულოცავს. ამის შესახებ ის Facebook-ზე წერს.
მისი თქმით, ბორჯღალოსნებმა რუსეთის ნაკრები დაამარცხეს და თავიანთი წარმატებით კიდევ ერთხელ გაახარეს საქართველო.
„გამარჯვებას ვულოცავ საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს! ბორჯღალოსნებმა რუსეთის ნაკრები დაამარცხეს და თავიანთი წარმატებით კიდევ ერთხელ გაახარეს საქართველო. ვულოცავ ქართველ გულშემატკივარს, ვულოცავ მთელ საქართველოს“, – წერს კახა კალაძე.
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა „რაგბი ევროპის“ 2021 წლის გათამაშების მესამე ტურში სტუმრად, ქალაქ კალინინგრადში რუსეთის ნაკრები ანგარიშით 23:6 დაამარცხა.
კომენტარები