ისტორიკოსი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში წერს:
“ისტორიით დაინტერესებული პირის შეფასებები!
ვინაც რაც არ უნდა თქვას, ვინაც სადაც არ უნდა გაიქც-გამოიქცეს და რაც არ უნდა წაღმა-უკუღმა ილანძღოს და იწყევლოს!
საქართველოს ისტორიაში ბიძინა ივანიშვილი და მის მიერ შექმნილი პოლიტიკური ძალა “ქართული ოცნება” უკვე დარჩა, როგორც უაღრესად დადებითი სოციალურ-პოლიტიკური აქტიორი, რომელმაც გადამწყვეტ დროს ქვეყანას უსისხლოდ მოაშორა “მამულის, ენისა და სარწმუნოების” მოძულე საშინელი ტროცკისტული ძალა, რომელსაც ჰქვია ნაცმოძრაობა!
ბიძინა ივანიშვილის ლიდერად გამოჩენის გარეშე ეს შეუძლებელი იყო, ვინაიდან ის წარმოჩინდა ისეთ ლიდერად, რომელიც იმ კონკრეტულ ვითარებაში ისტორიის მიერ მის მიმართ წაყენებულ ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებდა:
1. მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლეობაში ჰქონდა და ეს დაიმსახურა სავსებით სამართლიანად სამშობლოსადმი უანგარო მსახურების მამულიშვილის უდიდესი იმიჯი;
2.ფაქტობრივად დამსხვრეული და ნული იყო მოსახლეობის რწმენა და ნდობა ნებისმიერი პოლიტიკურ ლიდერისადმი;:
3. მას ჰქონდა იმის ფინანსური შესაძლებლობა, რომ გაძღოლოდა პოლიტიკურ პროცესებს;
4. ის მშვენივრად გამოწვლილვით იცნობდა პოლიტიკურ სპექტრს, მათ დადებით და უარყოფით მხარეებს;
5. მოსახლეობას მისმა გამოჩენამ ხალხს შესძინა გამარჯვების რწმენა;
6. ივანიშვილს, როგორც მოვლენებმა დაადასტურა ჰქონდა დიდი ავტორიტეტი მსოფლიო პოლიტიკურ წრეებში!
7. ქართველ მილიარდერში, როგორც გამოჩნდა თვლემდა დიდი პოლიტიკური ნიჭი, რომელიც ელოდა დროს რათა ასპარეზზე გამოსულიყო!
ამიტომაც: “მოვიდა, ნახა, დაამარცხა”!
რაც უაღესად მთავარია ეს გააკეთა მშვიდობიანად და წვეთი სისხლის დაღვრის გარეშე, რითაც საქართველო ააცილა უდიდეს სისხლისღვრას, რასაც მიშა და მიშისტ-ტროცკისტები უპირებდნენ ძალაუფლების არდათმობის ფასად საქართველოს!
რომ არა ივანიშვილი თბილისი სისხლისღვრის ადგილად იქნებოდა უკვე ქცეული 2012 წლის 2 ოქტომბერს!
იცოდეთ,
მემატიანე ყოველივე ამას სკულპროზულად შეაფასებს და სხვა, რომ არაფერი მხოლოდ ამისათვის განაკუთვნებს მისთვის და მის მიერ შექმნილი პოლიტიკური ძალის “ქართული ოცნებისათვის” საპატიო ადგილს საქართველოს ისტორიაში!
ისტორიკოსები პროცესებს შედეგების მიხედვით თვლიან!
(პირველი პოსტის დასასრული. დანარჩენებზე მოკლედ მომდევნოებში ვისაუბრებ!)” – წერს გვენეტაძე