„ფაიზერის“ ვაქცინის შემოსატან დოზებთან დაკავშირებით არაფერი შეცვლილა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ დღეს ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მინისტრმა ქვეყანაში შემოსატან „ფაიზერის“ ვაქცინებზე ისაუბრა.
„ფაიზერის“ ვაქცინის შემოსატან დოზებთან დაკავშირებით არაფერი შეცვლილა. „ფაიზერის“ ვაქცინის 29 500 დოზა შემოვა საქართველოში, თუმცა ჩვენ ველოდებით კონკრეტული რეისის ნომერს, რათა საზოგადოებას ზუსტი თარიღი ვაცნობოთ“, – განაცხადა ტიკარაძემ.
კომენტარები