თურქეთში მოკლული ქალის, თეო თუაშვილის ოჯახის წევრებს არ აქვთ ინფორმაცია, რომ გარდაცვალებამდე მას ქმართან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა.
მოკლულის ბიძა, ავთო თუაშვილი ამბობს, რომ მკვლელობის ერთადერთი ვერსია, რაც ოჯახისთვის არის ცნობილი, დაყაჩაღებაა. მომხდარის შესახებ მათ თურქეთის საელჩოსგან შეიტყვეს.
“შსს-ც გვეხმარება, საელჩოც გვეხმარება. არანაირი ვერსია არ არის იმის გარდა, რომ დაყაჩაღება მოხდა,” – ამბობს ავთო თუაშვილი.
გარდაცვლილის მეგობარი, მარიკა სონღულაშვილის ინფორმაციით, დღეს დილით მოკლულის ქმარი ცოლის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
თეო თუაშვილს საკუთარ ბინაში მეუღლესთან ერთად გაუსწორდნენ. პაკისტანის მოქალაქე დაჭრილი მამაკაცი კლინიკაში იმყოფება.
კომენტარები