მაშველებმა 4 მწყემსი, რომლებიც გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელთან, უხვი ნალექის გამო შექმნილ ხელოვნურ კუნძულზე იმყოფებოდნენ, მტკვრის მეორე სანაპიროზე უვნებლად გადმოიყვანეს. ისინი თავს კარგად გრძნობენ. 2 მწყემსი კი ღამე კუნძულზე დარჩება. მათ მაშველებმა კარავი მიუტანეს.
პირუტყვის გადმოყვანა ადიდებული მდინარის გამო ვერ ხერხდება, ამიტომ მწყემსებს პირუტყვის ნადირისგან დასაცავად იქ მოუწიათ დარჩენა.
სავარუდოდ წყლის დონის დაწევას 2-3 დღე დასჭირდება. როგორც მწყემსები იხსენებენ, დილას, როდესაც პირუტყვი საძოვრად გაიყვანეს, წყალი დაბალი იყო, შემდეგ სავარაუდოდ ჩაიხერგა და წყლის ნაკადი სწორედ იმ ადგილისკენ გადმოვიდა, სადაც პირუტყვი გადაჰყავდათ.
მაშველები ადგილზე რჩებიან.
კომენტარები