საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დღეს სიონის ტაძარში პარაკლისს არ დაესწრო. ამის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ.
“კურიერი” პატრიარქის პირად ექიმს დაუკავშირდა. ცისანა შარტავას განცხადებით, ილია მეორე თავს სტაბილურად გრძნობს და პარაკლისი, სიონის ნაცვლად, საპატრიარქოს ტაძარში გადაიხადა.
გავრცელებულ ინფორმაციას, არც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ადასტურებს. ანდრია ჯაღმაიძის თქმით, ამ თემაზე დეზინფორმაციის გავრცელება სამარცხვინოა.
დღეს ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის აღდგენის დღეს აღნიშნავს.
თარიღთან დაკავშირებით, დღეს სიონის საკათედრო ტაძარში წირვა აღევლინა.
კომენტარები