ვაქცინაცია არ ნიშნავს იმას, რომ არ იქნება COVID19-ის შემთხვევები ქვეყანაში, მაგრამ იქნება იმ მასშტაბით, რომ არ გამოიწვევს სოციალური სფეროსა და საზოგადოებრივი ცხოვრების პარალიზებას, – ამის შესახებ „იმედის კვირას“ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განუცხადა.
„სანამ არ მოხდება მასობრივი ვაქცინაცია და პანდემიის დამარცხება მანამდე რეკომენდირებულია პირბადეების ტარება, რომელზეც სამწუხაროდ მოსახლეობის დიდმა ნაწილმა უარი თქვა და ამით იმეორებს იმ შეცდომას რაც დაუშვით ზაფხულში“, – განაცხადა ცერცვაძემ.
თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ვაქცინა ადამიანს საიმედოდ იცავს COVID19-ის მძიმე და სასიკვდილო ფორმებისგან.
„ამ შემთხვევაში „ასტრაზენეკას“ ჩვენებაა 100%, „ფაიზერის“ 95%. პირველი ვაქცინა იცავს 79%-ით სიმპტომური ფორმებისგან. ყოველგვარი ინსინუაცები, რომ „ასტრაზენეკა“ ნაკლებ ეფექტურია ვიდრე „ფაიზერი“ უნდა დავივიწყოთ“, – აღნიშნა ცერცვაძემ.