პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ საკითხები, რომლებსაც არანაირი სამართლებრივი და პოლიტიკური საფუძველი არ აქვს, მხარეებს შორის შეთანხმების საგანი ვერ გახდება.
მისივე თქმით, სასამართლო და საარჩევნო რეფორმის მიმართულებით კონკრეტულ ნაბიჯებს დგამენ.
„ყველა მოთხოვნაზე, რომელიც სამართლებრივ სისტემაში დევს და ყველა საკითხზე, რომელიც გვეხმარება, რომ უფრო დემოკრატიული გახდეს ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება, იქნება შეთანხმება მიღწეული. ის თემები, რომლებსაც არანაირი სამართლებრივი და პოლიტიკური საფუძველი არ გააჩნია, შეთანხმების საგანი ვერ გახდება. სასამართლო და საარჩევნო რეფორმის მიმართულებით კონკრეტულ ნაბიჯებს ვდგამთ. უსაფუძვლოდ მოვითხოვოთ რიგგარეშე არჩევნები, რომლის უკანაც რეალურად დგას ხელისუფლების არაკონსტიტუციური გზით შეცვლის მცდელობა, ვერ იქნება აღქმული რელევანტურად ვერც ამომრჩევლის და ვერც საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ”, – განაცხადა ქადაგიშვილმა.