„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, დღეს პარტიის ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება.
„ჩვენ გარკვეულ საკითხებზე პოზიცია უკვე დავაფიქსირეთ, გარკვეულ საკითხებზე დღეს მოგვიანებით, მომდევნო შეხვედრისას დავაფიქსირებთ პოზიციას. გვექნება დამატებითი განხილვა, მათ შორის, პოლიტსაბჭოს ფორმატში და იქ დამატებით შევჯერდებით პოზიციებზე”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ, თუმცა, სხდომის დაწყების დრო არ დაუკონკრეტებია.
კომენტარები