ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პოლიტიკური კრიზისიდან შეთანხმების მიღწევის შანსები 50-50-ზეა და შედგება თუ არა, დამოკიდებულია მხარეების მიდგომებზე.
კრისტიან დანიელსონთან მეორედ შეხვედრის შემდეგ ქართული ოცნებისთავმჯდომარემ განაცხადა, რომ მმართველ პარტიას აქვს კონსტრუქციული მიდგომა და “კარგი 50%-ის იმედი“.
„ჩვენ წინადადებები გვაქვს სხვადასხვა მიმართულებით. შემიძლია საზოგადოება დავარწმუნო, რომ ხელი არ მოეწერება არცერთ პუნქტს, რომელიც არ იქნება სახელმწიფოს ინტერსებში და ჩვენი გუნდის ობიექტურ ინტერესებში. რაც შეეხება შეთანხმების ალბათობას – რთული დიალოგია და არის, ალბათ, ყოველთვის 50-50-ზე. მოდით, დავიტოვოთ, კარგი 50-ის იმედი.
დეტალებში არ შევდივარ, მაგრამ ჩვენ გვაქვს კონსტრუქციული მიდგომა. ერთადერთი წითელი ხაზი არის სამართლიანობის პრინციპი – ყველაფერი იქნება განხილული, რაც ამ პრინციპთან იქნება შესაბამისობაში. არ ვიცი, რისი იმედი ჰქონდა ოპოზიციას, მაგრამ ჰქონდათ ჭარბად ხისტი პოზიციები და ამან ჩაშალა პირველ ჯერზე მოლაპარაკებები. ახლა თუ იქნება განსხვავებული მიდგომა, შეთანხმება იქნება შესაძლებელი”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

