სახალხო პარტიის თავმჯდომარე მამუკა გიორგაძე „პრაიმტაიმთან“ მისი თანაპარტიელის, ბესიკ ბოგველის შესახებ გვიყვება, რომ მას „ნაცმოძრაობის“ მხილება სურდა, რაც გამოუვიდა.
ბოგველი ის პირია, რომელმაც ნიკა მელიას ადვოკატის, გიორგი კონდახაშვილის განცხადებით, მელიას გირაოს გადახდის მზაობა გამოთქვა და შესაბამისი განცხადებით პროკურატურას მიმართა.
„ბესიკ ბოგველს აქვს სურვილი ინდივიდუალურად კიდევ ერთხელ ამხილოს, რომ ქვეყანაში არის ხელოვნური დაპირისპირება. მას სურდა კიდევ ერთხელ დემონსტირება მოეხდინა, რომ რუსული თამაშია ამ მოლაპრაკებების ჩაშლა. რამდენად პარადოქსულიც არ უნდა იყოს, „ნაცმოძრაობამ“ თვითონვე ამხილა საკუთარი თავი“,- განაცხადა გიორგაძემ.
კომენტარები