სააკაშვილს არ ვუსმენ, რომ ვიცოდე მისი რიტორიკა რა არის, ნათელაშვილსაც არ ვუსმენ, მაგრამ როდესაც „ლეიბორისტების“ ოფისში შეხვედრა იმართება, მასთან კომუნიკაცია მაქვს, – ამის შესახებ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.
„მისი (შალვა ნათელაშვილის) პოზიცია იყო, რომ ის ყოველთვის ხელახლა არჩევნებზე ისაუბრებს. მან ეს საჯაროდ თქვა და გამოვიდა, ჩემი აზრით ეს ნაბიჯი არასწორია, მაგრამ ეს მისი პოზიციაა“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
კომენტარები