სახეზე გვაქვს ეპიდსიტუაციის გაუარესება, ამიტომ მონიტორინგის ჯგუფები განაგრძობენ და მომავალში იქნება განსაკუთრებულად მკაცრი ზედამხედველობა, – ამის შესახებ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ განაცხადა.
„იქნება გაცილებით მკაცრი ზედამხედველობა. კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო და ვთხოვო თითოეულ ბიზნესსუბიექტს, თავი შეიკავონ მასშტაბური ღონისძიებების ორგანიზებისგან და დაიცვან პროტოკოლი“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.
მისი თქმით, თუ ყველა ბიზნესობიექტი დაიცავს იმ მოთხოვნებს, რომლებიც განსაზღვრულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, ეპიდსიტუაცია დასტაბილურდება და შემდეგი შემსუბუქების ნაბიჯების გადადგმაც შესაძლებელი იქნება.
კომენტარები