გურამ დოჩანაშვილი გარდაიცვალა. 82 წლის მწერალი კორონავირუსის დიაგნოზით კლინიკა „ნიუჰოსპიტალსში“ ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა.
გურამ დოჩანაშვილის უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებებია: „სამოსელი პირველი”, „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა”, „იგი სიყვარულისთვის იყო გაჩენილი, ანუ გრიშა და მთავარი”, „ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ სჭირდება, ანუ მესამე ძმა კეჟერაძე”, „ვატერ(პო)ლოო ანუ აღდგენითი სამუშაოები” და სხვა.
გურამ დოჩანაშვილის შემოქმედება თარგმნილია მრავალ ენაზე, მისი ნაწარმოებები საფუძვლად დაედო ცნობილ კინოფილმებსა და ტელესპექტაკლებს.
საინფორმაციო სააგენტო “ექსკლუზივ ნიუსი” მწუხარებას გამოთქვამს გურამ დოჩანაშვილის გარდაცვალების გამო და დიდი კლასიკოსის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
კომენტარები