თბილისის მერიის მედიასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი მანანა თოქმაჯიშვილი სოციალურ ქსელში გურამ დოჩანაშვილის გარდაცვალებას ეხმიანება.
“ალბათ ასე მიდიან ბუმბერაზები – ჩუმად, უხმაუროდ, ფეხაკრეფით… ცხოვრებაშიც უპრეტენზიო, თავმდაბალი, როგორც ჩვევიათ დიდებულ ადამიანებს.
იმ ბნელ 90-იან წლებში, როდესაც კრიმინალი თარეშობდა, არასდროს იკეტებოდა დოჩანაშვილის ბინის კარი. მაფრთხილებდა, თუ გასული ვიქნები სახლიდან, შედი, დამელოდე, მალევე დავბრუნდებიო. ჩემნაირი ვინ მოთვლის რამდენი ყავდა გარშემო, ვისაც უყვარდა მისი ლიტერატურა, უყვარდა მისი აზრების მოსმენა. არასდროს ენანებოდა დრო ახალგაზრდებისთვის, სწორედ მათ უკითხებდა ახალ ნაწარმოებებს, ჯერ კიდევ რომ არ იყო დასრულებული.
ჩვენ ყველას გვყავს ჩვენი დოჩანა. ჩემი დოჩანა იმ უიმედო 90-იანი წლების დიდი სხივია, პატარა გოგოს სიკეთის, სიყვარულის, ადამიანობის, თავმდაბლობის დიდ გაკვეთილს რომ უტარებდა.
“წყაროდან ჭიქას ნუ წამოიღებ!”, – წერს მანანა თოქმაჯიშვილი.