ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი მაია ორჯონიკიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება ‘IRI” -ს მიერ ჩატარებულ კვლევას და ოპოზიციას აკრიტიკებს.
“ოპოზიციას ბრიყვული თავდაჯერებით მიაჩნია,რომ ის მილიონზე მეტი ამომრჩეველი,რომელმაც შარშანდელი საპარლამენტო არჩევნების დროს ხმა მისცა-გარანტირებულად და სამუდამოდ ჯიბეში ჰყავს,არადა არჩევნების მერე თითქმის ექვსი თვე გავიდა და იმავე ქაქში ვზივართ,რაშიც იქამდე.
ეგ კი არა-მასშტაბური აქციაც ორი თვით ადრე დაანონსეს-რა გვეჩქარება,დრო ხომ თავზე საყრელად გვაქვს!
ოღონდ რასაც ვერ ითვალისწინებს ოპოზიცია ისაა,რომ ბუნებას სიცარიელე არ უყვარს,სასოწარკვეთილ ხალხში სტოკჰილმის სინდრომიც მუშაობს და გუშინ შენს მიერ დაკავებულ პოლიტიკურ ნიშას ისე დაიკავებს რუსეთის გეგმა “ბ”-ს წარმომადგენელი გახარია თუ ნებისმიერი მსგავსი პერსონაჟი,რომ თვალის დახამხამებასაც ვერ მოასწრებ!
ხალხში არსებობს ამ ხელისუფლების წინააღმდეგ უზარმაზარი მუხტი,მაგრამ იმ დონეზე ვერაა სამოქალაქო კუთხით განვითარებული,რომ პოლიტიკური ლიდერების წინამძღოლობის გარეშე საპროტესტოდ თვითორგანიზდეს.
ოპოზიცია კი არ ჩქარობს მათ დარაზმვას,რაც ხალხში დიდ იმედგაცრუებას და გაღიზიანებას იწვევს. ამიტომ თვითდაჯერებულ ოპოზიციას შეიძლება ისეთი სიურპრიზი დახვდეს ივანიშვილისგან,ვინც ოპოზიციისგან განსხვავებით ერთ დღესაც არ კარგავს ტყუილად-რომელსაც საერთოდ არ ელოდება-მოძლიერებული გახარიას ფონზე მოულოდნელად მართლა დათანხმდეს ვადამდელ არჩევნებს,სადაც ამჯერად გაუყალბებელ არჩევნებში ხმების დიდ ნაწილს უკვე ოპოზიცია კი არა-გახარია აიღებს!
და ნეტავ რაზე ფიქრობ და ასეთ რა ნირვანაში იმყოფები ძვირფასო ოპოზიცია-რომ ქვემოთ მოყვანილი ციფრებიც ვერ გაფხიზლებთ?!
15 მაისამდე კი არც ივანიშვილი და არც გახარია დროს უქმად არ დაკარგავენ!
ის,რომ კვლევა გახარიას გადადგომამდეა ჩატარებული, დამშვიდების საფუძვლად არ გამოდგება”– წერს მაია ორჯონიკიძე.