საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის კორონავირუსის ტესტზე პასუხი უარყოფითია. ამის შესახებ პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.
„ტესტი უარყოფითია! მადლობა ყველას, ვინც მომიკითხა“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
პრეზიდენტი თვითიზოლაციაში კოვიდინფიცირებულ პრემიერ-მინისტრთან კონტაქტის გამო 6 აპრილს გადავიდა.
ირაკლი ღარიბაშვილს კორონავირუსი 6 აპრილს დაუდასტურდა.
კომენტარები