გია გაჩეჩილაძის, იგივე „უცნობის“ ორგანიზებით, თბილისში, „ევროპის მოედანზე“ „მდუმარე აქცია“ იმართება.
გაჩეჩილაძის თქმით, ევროპის მოედანზე დღევანდელმა შეკრებამ ყველას უნდა აჩვენოს, რომ მთავარი ქვეყანაში ხალხია მთავარი.
მისივე განცხადებით, აქციაზე პოლიტიკოსები არ იქნებიან. ევროპის მოედანზე იმყოფებიან ადამიანები, რომლებიც იზიარებენ „უცნობის“ იდეას, რომ დღეს სიმბოლურად, სწორედ 9 აპრილს, ევროპის მოედანზე დაფუძნდეს „საქართველოს მარადისობის დღე“.
ორგანიზატორების თქმით, აქციაზე დასასწრებად ადამიანები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოვიდნენ.
კომენტარები