თუ ამნისტიას ორივე მხარე არ დათანხმდა და ამ აქტის მნიშვნელობაზე ორივე მხარე არ შეთანხმდა, მის მიღებას აზრი არ აქვს, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.
„ამნისტიის არსი, როგორც ის მედიატორების მხრიდან იყო მოწოდებული, იყო ის, რომ როგორც მინიმუმ, ამ ქვეყანაში პოლარიზაცია შემცირებულიყო. პოლარიზაციის შემცირება იმას ნიშნავს, რომ რაღაც მოვლენები, რომლის მიმართაც მხარეებს ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული წარმოდგენა აქვთ – 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული ჩხუბი, რაღაცნაირად გადაგველახა. ეს იყო ევროპელების მოტივაცია”, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.
კომენტარები