„ევროპელი სოციალისტების“ ლიდერმა დავით ზილფიმიანმა ოპოზიციონერი კოლეგები პლენარული სხდომის გაცდენის გამო გააკრიტიკა.
„იცით თქვენ, რომ მე პროფესიით არ ვარ იურისტი და იმ კომიტეტებში ვიღებ მონაწილეობას, რომლებშიც ვთვლი, რომ შემიძლია რაღაც სიკეთე მოვუტანო იმ მიმართულებებს, რომლებშიც აღვიზარდე. ჩვენი მეცნიერებისა და განათლების კომიტეტისა და საგარეო კომიტეტის გარდა, ისე მოხდა, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში პრაქტიკულად 15-ვე კომიტეტში ჩვენ გვიწევს სიარული. და მადლობა ღმერთს, უკვე კაი ხანია შეგვეშველნენ „მოქალაქეები“. დავიღალეთ რა. ყველგან ჩვენ დავდივართ. სრული შატალოა. ექვსთვიანი შატალო არ გამიგია. ახლა შემოვიდნენ, დაიღალნენ, ისევ წავიდნენ. ახლა ერთი კვირა არ მოვლენ კიდე. რა არის, ვერ გავიგე. თუ მუშაობა გვინდა, ვიმუშაოთ თუ არა და კრიტიკაზე ადვილი რა არის? მოდი, რამე კონსტრუქციული თქვი, კაცო“, – განაცხადა ზილფიმიანმა.