განზრახ მკვლელობაში და ცეცხლსასროლი იარაღის ტარებაში ბრალდებული, ზაზა ჩაფიძე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს.
მამაკაცი ნაფიცმა მსაჯულებმა გაამართლეს. გამოძიება მას შურისძიების მოტივით ზაურ სოფორმაძის განზრახ მკვლელობას ედავებოდა. ბრალდებულმა საპატიმროში 9 თვე გაატარა.
მკვლელობა ტყიბულში 2020 წლის აგვისტოში მოხდა.
ზაზა ჩაფიძის მეუღლის ინფორმაციით, რეალური მკვლელი ამ დრომდე დაუსჯელია.
კომენტარები
