თბილისში, პეკინის გამზირზე 17 წლის მოზარდს თავს დაესხნენ. არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანს სხეულზე დაზიანებები აქვს მიღებული.
შემთხვევის ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების მანქანა იმყოფება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 126-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ძალადობას გულისხმობს.
კომენტარები
