ნიკა მელია დღეს აღმოჩნდა ისეთ სიტუაციაში, რაზეც ვაფრთხილებდით და ისეთ პოლიტიკურ ლაბირინთში, რომელიც შეუქმნა მისივე პარტიის ფაქტობრივმა თავმჯდომარემ, საიდანაც ის ვერ პოულობს გამოსავალს და გამოსასვლელს ციხიდან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მელია ციხიდან გამოვა თუ -არა, ორივე შემთხვევაში, პოლიტიკურად დაზარალებული იქნება.
„ისეთი მდგომარეობაა, როდესაც ორივე შემთხვევაში, არ დატოვებს ციხეს, თუ – გამოვა, იქნება დაზარალებული და დაზიანებული პოლიტიკურად. ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასეთი სვლებით „ნაციონალური მოძრაობის“ ფაქტობრივმა თავმჯდომარემ მოუგო „ნაციონალური მოძრაობის“ ფიქტიურ თავმჯდომარეს. თუ დარჩება ციხეში, ის ვერ გააგრძელებს პოლიტიკურ აქტივობას, თუ გამოვა, მაგალითად, გირაოს სახით და ამნისტია შეეხება, ეს იქნება სწორი გადაწყვეტილება, მაგრამ პოლიტიკურად მაინც დაზიანდება, რადგან თავისივე პრინციპების წინააღმდეგ მოუწევს წასვლა. ეს გაუკეთა მისივე პარტიის პარტიულმა თავმჯდომარემ და აღმოჩნდა ამ სიტუაციაში“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.