საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.
„ინდივიდუალური შეხვედრები გაიმართა ,,გირჩის“, ,,მოქალაქეების“, ,,სტრატეგია აღმაშენებლის”, ,,ლელო – საქართველოსათვის“, “რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერებთან: იაგო ხვიჩიასთან, ლევან იოსელიანთან, გიორგი ვაშაძესთან, დავით უსუფაშვილთან, კახა კოჟორიძესთან, ხათუნა სამნიძესთან და დეპუტატ სალომე სამადაშვილთან“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილისგან პარლამენტის მიერ მიღებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე ვეტოს გამოყენებას ითხოვს.
კომენტარები