„პრეზიდენტმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო. მან საკითხის სიღრმისეული ცოდნა გამოავლინა. ეს კანონპროექტები პარლამენტში მხოლოდ მას შემდეგ დაინიცირდა, რაც ოპოზიციამ აიღო ვალდებულება, პარლამენტში შემობრძანებულიყო, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დავით მათიკაშვილი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომელმაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებები არ შეაჩერა.
„მიუხედავად აღებული ვალდებულებისა, ოპოზიციის მხოლოდ მცირე ნაწილი დაინტერესდა ამ საკითხებით. რა თქმა უნდა, ოპოზიციის წარმომადგენლებს ნებისმიერი კანონპროექტის ინიცირების უფლება გააჩნიათ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების მიღებას ძალიან მყარი არგუმენტაცია გააჩნია. ამ არგუმენტაციის საწინააღმდეგოდ, ჯერჯერობით, არაფერი მოგვისმენია. საინტერესო იქნება ნებისმიერი კანონპროექტი ნებისმიერი არგუმენტაციით“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.